ყველა სპორტული სიახლე

ოსვალდო ლოპესი: მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება ნებისმიერ ევროპულ გუნდს შეუძლია!

ხელბურთში, ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატს არგენტინამ 2011 წელს უმასპინძლა, თუმცა სამხრეთ ამერიკელებმა შინაურ კედლებში თავი დიდად ვერ გამოიჩინეს. მეტ-ნაკლებად ხელშესახებ წარმატებას არგენტინელებმა 2007 წელს მიაღწიეს, როდესაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.

არგენტინა იმ 24 გუნდშია, რომლებიც აგვისტოში თბილისის ოლიმპიური სასახლის პარკეტზე გაირბენენ და მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობს. ისინი C ჯგუფში, ხორვატიასთან, ბრაზილიასთან, სამხრეთ კორეასთან, ვენესუელასთან და პორტუგალიასთან გაარკვევენ ურთიერთობას და თავისთავად პლეი-ოფში გასვლასაც შეეცდებიან.

გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს არგენტინის 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ოსვალდო ლოპესთან.

- რამდენად კმაყოფილი ხართ კენჭისყრის შედეგებით?

- ასე გიპასუხებდით - სადაც ხორვატიის ნაკრებია ის ჯგუფი ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესია. ასე რომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

- საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებზე გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ და ვცდილობთ თქვენს გუნდზე უფრო მეტი და მეტი გავიგოთ. მართალია, ერთ ჯგუფში არ ვართ, მაგრამ არ არის გამორიცხული რომელიმე ეტაპზე ერთმანეთს გადავეყაროთ.

- თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი ნაკრების შანსებზე რას იტყოდით?

- ჩვენ მუდამ ოპტიმისტურად და იმედიანად ვართ განწყობილნი. დარწმუნებული ვარ ტურნირის მსვლელობის პერიოდში თამაშის ხარისხს უფრო და უფრო გავაუმჯობესებთ.

- მოსამზადებელი პროცესით კმაყოფილი ხართ?

- მოსამზადებელ ეტაპზე ხელისშემსლელი ფაქტორები არ გვაქვს. შეკრებას ბუენოს აირესში გავდივართ და ყველაფერი იდეალურადაა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე ბაჰრეინში ვითამაშებთ, რათა ბიჭებმა საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ.

- 3 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს…

- ხორვატია, საფრანგეთი და საერთოდაც ნებისმიერი ევროპული გუნდი.

Handballgeo 2017

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ