ყველა სპორტული სიახლე

კიტეიშვილის შეძენით დაინტერესებული კლუბები და კოვტალიუკის ტრანსფერის ღირებულება

"ზუგდიდის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ლევან გულორდავა ამჟამად უკრაინის რანგით მეორე დივიზიონის ბინადარ, ჩერნიგოვის "დესნას" სპორტული დირექტორია და ამავდროულად ქათველი ფეხბურთელების უკრაინაში, ხოლო უკრაინელების ქართულ გუნდებში ტრანსფერების ორგანიზებითაა დაკავებული. 

footboom.com-თან ვრცელ ინტერვიუში გულორდავა ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო დეტალებზე საუბრობს.

მაგალითად, მიკოლა კოვტალიუკის ტრანსფერის შესახებ ფოთის "კოლხეთიდან" თბილისის "დინამოში". 

Леван Гулордава: "Китеишвили интересовались "Шахтер" и киевское "Динамо" - изображение 3

"დარწმუნებული ვიყავი, რომ კოვტალიუკი საქართველოში გოლებს გაიტანდა და შემდეგ უკეთეს გუნდში გადავიდოდა. ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის, "კოლხეთის" შემადგენლობაში მიკოლამ 11 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც უკრაინელი შემტევის კონტრაქტი "კოლოსიდან" 3 ათას დოლარად გამოისყიდეს, ახლა კი კოვტალიუკი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა", - ამბობს გულორდავა და თბილისური კლუბის ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კიტეიშვილის მიმართ უკრაინული გრანდების ინტერესის შესახებაც ყვება. 

"კიტეიშვილი საქართველოს ჩემპიონატისთვის გადაზრდილია. ოთარს უდიდესი პოტენციალი აქვს და შეუძლია მაღალი დონის მოთამაშე გახდეს. მის მიმართ ინტერესს დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" გამოხატავდნენ. იყო ევროპული კლუბების ინტერესიც, თუმცა ცოტა ხნის წინ ის დაშავდა. დარწმუნებული ვარ, რომ კიტეიშვილი მალე დაუბრუნდება მოედანს და მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო დიდი იქნება", - აგრძელებს გულორდავა. 

Image may contain: 4 people, people playing sport and outdoor

ქართველი ფეხბურთელების გუნდი უკრაინის პრემიერლიგაში არ დაუშვეს

ფეხბურთი, საქართველო, ავტოსპორტი, ლეგიონერი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2023 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ