ყველა სპორტული სიახლე

ფორმულა 1-ის სეზონი როსბერგის გამარჯვებით დასრულდა

2015 წლის სეზონის უკანასკნელი, აბუ-დაბის გრან-პრი "მერსედესის" პილოტის, ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა. ეს გამარჯვება გერმანელისთვის ზედიზედ მესამე იყო. მეორე ადგილზე რბოლა მისმა თანაგუნდელმა, ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულმა ლიუის ჰემილტონმა დაასრულა. მესამე პოზიციაზე კი "ფერარის" მრბოლელი კიმი რაიკონენი გავიდა.

ფორმულა 1, აბუ-დაბის გრან-პრი

1. ნიკო როსბერგი (Mercedes AMG F1) — 55 кругов. 2. ლიუის ჰემილტონი (Mercedes AMG F1) +8.2 3. კიმი რაიკონენი (Scuderia Ferrari) +19.4 4. სებასტიან ფეტელი (Scuderia Ferrari) +43.7 5. სეხიო პერესი (Force India) +1:03.9 6. დანიელ რიკარდო (Red Bull Racing) +1:05.0 7. ნიკო ჰიულკენბერგი(Force India) +1:33.6 8. ფელიპე მასა (Williams) +1:37.7 9. რომენ გროჟანი (Lotus) +1:38.2 10. დანიილ კვიატი (Red Bull Racing) +1:42.3

ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ