ყველა სპორტული სიახლე

ტარიელ ხეჩიკაშვილი მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდა

1 დეკემბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ მოკრივეთა ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლეს.

პოლონურ ქალაქ კოლობჟეგში დასრულებულ მოკრივეთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ ) გახდა, ბრინჯაოს მედალოსნები გაგიკ პოზოიანი (56 კგ) და ესკერხან მადიევი (64 კგ) გახდნენ. პოლონეთში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელს, ბეჟან ჭიჭინავას 7 მოკრივე ჰყავდა წაყვანილი და აქედან სამმა მედალი მოიპოვა.

 

2015 წლის შედეგები ევროპის ჩემპიონატებზე.

ევროპის ჩემპიონატი. დიდები ოთარ ერანოსიანი (60 კგ) – ვერცხლი ზაალ კვაჭატაძე (75 კგ) - ბრინჯაო

ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ ) - ოქრო ესკერხან მადიევი (64 კგ) - ბრინჯაო გაგიკ პოზოიანი (56 კგ) - ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატი. ჭაბუკები სახილ ალახვერდოვი (46 კგ) – ოქრო ბადრი ხუციშვილი (63 კგ) – ბრინჯაო არტიომ იორდანიანი (80 კგ) - ბრინჯაო

ევროპის ჩემპიონატი. მოსწავლეთა შორის ტიგრან შატბეროვი (44.5 კგ) - ოქრო გიორგი ლაზარაშვილი (41,5 კგ) - ბრინჯაო გიორგი წაწალაშვილი (50 კგ) - ბრინჯაო

კრივი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ