ყველა სპორტული სიახლე

კლაუდიო ლირა: თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატი დიდად წაგვადგება

ჩილეს 19 წლამდე სახელბურთო ნაკრები გრანდთა რიცხვს არ განეკუთვნება, თუმცა ის ფაქტი, რომ სამხრეთ ამერიკელები მსოფლიოს ჩემპიონატზე და 24 საუკეთესო გუნდში მოხვდნენ უკვე თავისთავად ბევრს ნიშნავს.

ბაზელში გამართულმა წილისწყრამ ჩილელებს B ჯგუფი არგუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ერთ-ერთი მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება. იმ 23 ნაკრებს შორის, რომლებიც აგვისტოში თბილისში ჩამოვლენ, ჩილელები ყველაზე ადრე 31 ივლისს გვეწვევიან. ნიშანდობლივია, რომ ჩილეს ჭაბუკთა ნაკრების 10 მოთამაშე ამჟამად ალჟირში მიმდინარე მსოფლიოს 21 წლამდე ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავს.

გთავაზობთ ინტერვიუს ჩილეს 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კლაუდიო ლირასთან.

-ბატონო კლაუდიო, როგორ შეაფასებდით B ჯგუფს, სადაც მოგიწევთ ასპარეზობა?

- ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ რომელ ჯგუფში მოვხვდებოდით და ვინ იქნებოდნენ ჩვენი მეტოქეები. მთავარი ამოცანა იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე გვეასპარეზა და ეს მიზანი შესრულებულია. შევიძენთ უდიდეს გამოცდილებას იმ ნაკრებების წინააღმდეგ თამაშით, რომლებსაც ხელბურთში ჩვენზე გაცილებით დიდი ტრადიციები აქვთ. ჩილეში ხელბურთის წინსვლისა და განვითარებისთვის თბილისის მსოფლიოს ჩემპიონატი დიდად წაგვადგება.

- როგორ ემზადებით მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის?

-მოსამზადებელი ეტაპი გეგმაზომიერად და ნაყოფიერად მიმდინარეობს. ძირითადად საწრთვნელ პროცესს სამშობლოში გავდივართ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი გუნდის 10 წევრი ახლა ჩილეს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად ალჟირში მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.

-მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის შანსებს?

- უნდა ვაღიაროთ, რომ თბილისში ჩილეს ნაკრები მაღალი შედეგებისთვის ვერ იბრძოლებს.

როგორც თავში ავღნიშნე, ამ ეტაპზე ჩვენ იმითაც კმაყოფილი ვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. ერთადერთი რასაც გულშემატკივარს ვპირდები არი ის, რომ ყველა მატჩში თავს არ დავზოგავთ, მაქსიმალურად დავიხარჯებით და ვეცდებით ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ.

-საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

-ინტერნეტის საშუალებით, როგორც ჭაბუკთა ნაკრებზე, ასევე ქართულ ხელბურთზე გარკვეული ინფორმაცია მოვიპოვეთ. მოხარული ვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მასპინძელ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება.

-დაბოლოს. 3 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს…

-საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. ვფიქრობ ყველაზე დიდი შანსები ამ სამეულს ექნებათ.

Handballgeo2017

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ