
ჩინელმა ათლეტმა თვითმფრინავს გაუსწრო (ვიდეო)
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მეშვეობით მილიონობით ადამიანმა ერთ-ერთი სანახაობრივი მოვლენა იხილა.
ჩინელმა მძლეოსანმა ჩან პეიმენმა 100-მეტრიანი დისტანცია მოიერიშე თვთმფრინავთან ერთად გაირბინა და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ფრინავს ბოლო პერიოდში აჯობა. პირველ პერიოდში სპორტსმენმა და თვითმფრინავმა ერთნაირი სიჩქარე გამოიმუშავეს, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება პეიმენს დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ჩან პეიმენის პირადი რეკორდი 100 მეტრის 10 წამში გარბენაა.