ყველა სპორტული სიახლე

ნუნო სენტოსი: ვეცდებით მეოთხედფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ

თუ სადმე შეიძლება ითქვას ხელბურთი მაღალ დონეზეაო, უპირველესად ევროპაში. ამიტომაც, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები იქნება თუ სხვა რომელიმე საერთაშორისო ტურნირი ბებერი კონტინენტის წარმომადგენლები მუდამ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ. 

იგივე შეიძლება ითქვას პორტუგალიის ნაკრებზეც. ბოლო ხანებში პირენეელები არცერთ მნიშვნელოვან ტურნირს არ აკლდებიან და ის ფაქტი, რომ მათ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს უკვე ბევრს ნიშნავს.

გთავაზობთ ინტერვიუს პორტუგალიის 19 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ნუნო სენტოსთან.

- როგორ შეაფასებდით წილისყრის შედეგებს?

- საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. ხორვატიამ მეორე ადგილი დაიკავა 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, არგენტინამ პანამერიკის 19 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო, ვენესუელამ მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო 2016 წელს სამხრეთ კორეა აზიის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. ასე რომ, ჩვენი მეტოქეები საკუთარი კონტიტენტების ოთხეულში შედიან, ხოლო რაც შეგვეხება ჩვენ, პორტუგალია, გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილზე გავიდა.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და ზოგადად ქართული ხელბურთის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

- გამოგიტყდებით და ბევრი არაფერი გვსმენია საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შესახებ, რადგან უკანასკნელ წლებში მათთან დაპირისპირება არცერთ ტურნირზე არ მოგვიხდა. ვფიქრობთ, რომ ქართული ხელბურთი ბოლო პერიოდში საგრძნობლად ვითარდება და წინ მიიწევს.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე როგორ შეაფასებდით თქვენი გუნდის შანსებს?

- ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთვის საინტერესო და კარგი ტურნირი გამოდგება. ვეცდებით მეოთხედფინალურ ეტაპზე ვითამაშოთ.

- როგორ ემზადებით მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის?

- მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს. მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჩვენ ერთად 20 დღეზე მეტს გავატარებთ.

- 3 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების ყველაზე მეტი შანსი აქვს…

- რთული სათქმელია, რადგან უამრავი ძლიერი გუნდია თავმოყრილი. ვფიქრობთ, ხორვატიას, საფრანგეთსა და გერმანიას ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსები აქვთ. მათგან კი ხორვატიას გამოვარჩევდი.

Handbalgeo2017

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ