ყველა სპორტული სიახლე

ფრანგულ ლიგაში მოთამაშე მორაგბის ქართული სიმღერა (ვიდეო)

ფრანგული „ალბის“ ქართველმა მორაგბემ ზაზა ნავროზაშვილმა Facebook გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი თანაგუნდელი პოპულარულ ქართულ სიმღერას ასრულებს.

MySports.Ge ქართველ მორაგბეს გაესაუბრა.

ნავროზაშვილის თქმით, კუნძულელმა მორაგბემ ქართველ თანაგუნდელს დაბადების დღე ქართულად შესრულებული სიმღერით მიულოცა.

ზაზა ნავროზაშვილი: „დაბადების დღე ამ ჟესტით მომილოცა. ძლიერი ვოკალური მონაცემები აქვს და ქართული მუსიკით დაინტერესდა. ვინ ასწავლა ქართული სიმღერა არ ვიცი, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, თვითნასწავლია.

სამწუხაროდ, მე არ ვმღერი, თუმცა ჩემი მეუღლე, ციცი შუკაკიძე მღერის. ამჟამად ის საქართველოშია, როდესაც საფრანგეთში ჩამოვა, აუცილებლად აათვისებინებს სხვა სიმღერებსაც. სხვადასხვა სიმღერას უკვე ამუშავებს და თუ შეძლებს, რამდენიმე სიმღერის ათვისებას, რაშიც დარწმუნებული ვარ, შესაძლოა მინი კონცერტის მსგავსი რამ დაიგეგმოს, რა თქმა უნდა თუ იქნება დაინტერესება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ძალიან შორი პერსპექტივაა, რადგან ბევრი მუშაობა და დრო არის საჭირო. თუ იქნება დაინტერესება და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, შესაძლოა საქართველოშიც დაგეგმვა“.

ქართველმა მორაგბემ ასევე ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლომი ტაფილი არ არის მისი ერთადერთი თანაგუნდელი, რომელიც მღერის. მისი თქმით, „ბორდოს“ ყოფილი მოთამაშე ალიკი ფაკატე საფრანგეთში პერიოდულად ბენდთან და ნავროზაშვილის მეუღლესთან ერთად კონცერტებს მართავს.

ზაზა ნავროზაშვილი: „რაც შეეხება, ლომი ტაფილს, ის ჩვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, განსაკუთრებით ჩემი მეუღლისთვის. მისი გაცნობის სურვილი ფრანის სოლისტმა, გაგა ჩიხლაძემაც გამოთქვა“.

ნავროზაშვილი ასევე მის სარაგბო კარიერაზეც გვესაუბრა. ქართველმა მორაგბემ მძიმე ტრავმა გადაიტანა, რის გამოც პრაქტიკულად ორი წელი სტადიონს მიღმა გაატარა.

თუმცა ახლა იგი „ალბიში“ თამაშობს და ახალ გუნდთან ერთად ფედერალ 1-ის მოგებას გეგმავს.

ზაზა ნავროზაშვილი: „ალბი“ ძალიან მიზანდასახული და მეგობრული გუნდია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება PRO D2-დან, თუმცა რიგი ფაქტორების გამო „ალბიში“ თამაში ვარჩიე. ამ გუნდთან ერთად კი ჩემპიონობას ვგეგმავ. მოგეხსენებათ, ლიონთან ერთად ერთხელ უკვე გავხდი ჩემპიონი“.        



რაგბი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ