
2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი ცნობილია
ამერიკის შეერთებულმა შტატები თანახმაა, რომ ლოს ანჯელესმა 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს.
მიმდინარე თვის ივნისში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს 131-ე კონფერენციაზე 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქებს ერთდროულად დაასახელდებოდნენ. რაც იმას ნიშნავდა, რომ ოლიმპიადის მასპინძლობისთვის მებრძოლი ორივე ქალაქი, პარიზიცა და ლოს ანჯელესიც დაკმაყოფილდებოდა, თუმცა რომელ წელს რომელი გახდებოდა ოლიმპიადის მასპინძელი, უცნობი იყო.
ახლა კი ოფიციალურად 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს პარიზი უმასპინძლებს, ხოლო 2028 წლის ოლიმპიური და პარალიპიური თამაშების მასპინძელი ლოს ანჯელესი იქნება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სურდა, რომ პარიზი და ლოს ანჯელესი შორის ლიმაში გასამართ კონფერენციამდე შეთანხმებულიყვნენ.
ერიკ გარსეტი(ლოს ანჯელესის მერი): "ჩვენ ოლიმპიურ თამაშებს ლოს ანჯელესში 2028 წელს დავაბრუნებთ. ეს ძალიან კარგი შემოთავაზება იყო იმისთვის, რომ უარი გვეთქვა".
ანი იდალგო (პარიზის მერი): "დღევანდელი განცხადება ცხადყოფს, რომ ოლიმპიურ კომიტეტსა და ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შეთანხმება ოფიციალური ლიმაში, 131-ე კონფერენციაზე გახდება.