
ქართველი მძლეოსანი მსოფლიო ჩემპიონატზე მარათონულ რბენაში მიიღებს მონაწილეობას
პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მარათონულ რბენაში მიიღებს მონაწილეობას.
მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი ლონდონში მიმდინარეობს, მარათონული რბენა ქალაქის ქუჩებში, 6 აგვისტოს თბილისის დროით 13:55 საათზე დაიწყება.
25 წლის ქართველმა მორბენალმა მსოფლიო ჩემპიონატის ნორმატივი პრაღის საერთაშორისო მარათონზე შასრულა.
შეგახსენებთ, დავით ხარაზიშვილმა შარშან რიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა. ის პირველია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიურ მარათონში მიიღო მონაწილეობა.