ყველა სპორტული სიახლე

დავით ხარაზიშვილმა მარათონი 56-ე ადგილზე დაასრულა

სტაიერმა დავით ხარაზიშვილმა მძლეოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მარათონი 56-ე ადგილზე დაასრულა. პლანეტის პირველობას ამ დღეებში ლონდონი მასპინძლობს, ხარაზიშვილი კი ერთადერთი ქართველია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს.

2:24.24 საათი - ამ დროში გაირბინა ხარაზიშვილმა 42195 მეტრი. ჩემპიონი კენიელი ჯეფრი კირუი გახდა. ოქროსმედალოსანმა დისტანცია 2:08.27 საათში დაფარა. მეორე იყო ეთიოპიელი ტამირატ ტოლა (2:09.49სთ), მესამე ადგილზე კი ტანზანიელი ალფონსი სიმბუ გავიდა (2:09.51სთ).

შარშან, რიო დე ჟანეიროში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში დავით ხარაზიშვილმა 72-ე ადგილი დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ მარათონული დისტანცია ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით ნაკლებ დროში დაფარა - 2:20.47სთ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, მძლეოსნობა, მარათონი

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ