ყველა სპორტული სიახლე

ჯანო ანანიძე: "მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი, როდესაც თამაში მიწევს"

საქართველოს ნაკრების და "სპარტაკის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვური კლუბის ოფიციალურ ვებგვედს ვრცელი ინტერვიუ მისცა. 

ანანიძემ აღნიშნა, რომ ამჟამდა მის მდგომარეობას დადებითად ვერ აფასებს, რადგან სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვს. 

"უთამაშებლობის გამო თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ შემადგენლობას მწვრთნელი ასახელებს, ეს მისი გადასაწყვეტია. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და სწორედ ამიტომ ყოველთვის 150 პროცენტით ვიხარჯები. ჩემი საქმე შეტევა, მეტოქეების მოტყუება და მომენტების შექმნაა...

ამჟამად კი ჩემთვის საქმე ცუდად მიდის და ტონუსს ვკარგავ, რის გამოც მოგვიანებით თამაშში დაბრუნება გამიჭირდება. 

მხოლოდ მაშინ ვარ კმაყოფილი, როდესაც თამაში მიწევს. ჩემმა მეგობრებმა და ნათესავება იციან, რომ მატჩის შემდეგ მხოლოდ მაშინ უნდა დამირეკონ, თუ კარგ შეხვედრას ჩავატარებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ლაპარაკიც ხასიათაზეც კი არ ვარ", - განაცხადა ჯანომ და რუსეთის ჩემპიონობის შემდეგ მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. 


"ადრე ქუჩაში 3-4 ადამიანი თუ მცნობდა, ახალა კი ცენტრში სეირნობის დროს საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის სურათების გადასაღებად. "სპარტაკის" ჩემპიონობას საქართველოში ჩემი მეგობრებიც ხმაურიანად აღნიშნავდნენ. ათი წელია "სპარტაკში" ვარ და ამ გამარჯვებამდე დიდხანს მივდიოდი. 4 წლიდან ვთამშობ ფეხბურთს და 24 წლის ასაკში ისეთი დიდი ქვეყნის ჩემპიონი გავხდი, როგორიც რუსეთია და ეს ყველაფერი ლეგენდრულ და ტიტოლოვან "სპარტაკთან" ერთად მოვახერხე. ეს ტიტული განსაკუთრებით მამაჩემს გაახარებდა და გამარჯვებას სწორედ მას მივუძღვენი. მას სიზმარში ხშირად ვხედავ. ბოლოს მითხრა, რომ ჩემი ძმისთვის მიმექცია ყურადღება, რომელიც ამჟამად საქართველოში ვარჯიშობს", - აღნიშნა ანანიძემ.

 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ