ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 19 წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა ალჟირთან გამართა და გამარჯვება მოიპოვა. 

პირველ ნახევარში მასპინძლებმა 16:9 იმარჯვეს და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. საქარველოს ნაკრებმა საბოლოოდ 4-ბურთიანი სხვაობით, 28:24 მოიგო და პირველი ტურის შემდეგ ბ ჯგუფში მეორე საფეხურზეეა და ლიდერ გერმანიას მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება. 

მეორე ტურის მატჩს ქართველი 19-წლამდელები ხვალ, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავენ, რომელიც პირველ ტურში ისლანდიასთან დამარცხდა. 

საქართველოსა და იაპონიის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახელში 18:00-ზე დაიწყება. 

სათამაშო დღის შედეგები


სხვადასხვა, ხელბურთი‎, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ