ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მოკრივის ტრიუმფი ჩინეთში

ნიკოლოზ ღვინიაშვილი WBC Silver International ჩემპიონია.

ჩინეთის ქალაქ ვუქსიში გამართულ ორთაბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ის მე-9 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიხსნა ბრძოლიდან.

ქართველის სპორტსმენის მეტოქე ჩენგ სუ გახლდათ, რომელსაც პროფესიონალურ რინგზე 12 ორთაბრძოლა ჰქონდა ჩატარებული აქედან 10 მოგებული, 1 წაგებული და ერთიიც ფრედ დაასრულა.

ბრძოლა ნიკოლოზის უპირატესობით წარიმართა. მე-6 რაუნდში ღვინიაშვილმა ძლიერი დარტყმა მიაყენა სუს მარჯვენა თვალის არეში და წარბი გაუხეთქა. ჭრილობა პროგრესირებადი იყო და სისხლდენის შეჩერება შეუძლებელი გახდა. შესაბამისად მე-9 რაუნდის დასაწყიში სუმ ვეღარ შეძლო ბრძოლის გაგრძელება და WBC silver international ჩემპიონის ტიტული და ქამარი ტექნიკური ნოკაუტით ქართველმა მოიგო.



27 წლის ნიკოლოზ ღვინიაშვილს პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 32 ორთაბრძოლა. აქედან 19 მოგება 9 წაგება და 4 ფრე. 15 შეხვედრა ნოკაუტით დაამთავრა. ასეთ მნიშვნელოვან ქამარზე ბრძოლა მისთვის პირველი იყო. WBC კატეგორიის ქამარი ჯერ არც ერთ ქართველს არ ჩამოუტანია საქართველოში.

საქართველოს კრივის ფედერაცია

სხვადასხვა, კრივი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ