ყველა სპორტული სიახლე

20-წლამდელებიდან ოთხ ერზე

2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ნათამაშებ სამ მორაგბეს, ტურნირის დასრულებიდან ორ თვეში ეროვნულ ნაკრებში დაწინაურების და ‘რაგბი ჩემპიონშიპში’ (ასევე ცნობილია როგორც 4 ერი) თამაშის შანსი აქვს.

ოთხი მონაწილიდან (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და არგენტინა) სამმა სატურნირო განაცხადი უკვე გამოაქვეყნა. სამხრეთ აფრიკის განაცხადშია მგეზავი ქერვინ ბოში. ‘ბოკე’ 19 აგვისტოს არგენტინას მასპინძლობს, რომელსაც ჯერ სატურნირო რაზმი არ დაუსახელებია. ბოშმა თბილისში ოთხ შეხვედრაში ითამაშა, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნების წინააღმდეგ.

© ლაშა კუპრაშვილი

‘ვოლაბების’ განაცხადში ორი 20-წლამდელია - კვაჭი ჯორდან უელეზი და შუამარბი იზაია პერისი. უელეზმა თბილისში ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო პერისმა მხოლოდ სმოასთან დაისვენა.

© ლევან ვერძეული

კიდევ ორი მორაგბე - ჰემიშ სთიუართი და სამა მალოლო ავსტრალიის ეროვნული ნაკრების სმწვრთნელო შტაბის თვალთახედვის არეშია და არა გამორიცხული ‘რაგბი ჩემპიონშიპის’ დასრულებამდე რომელიმე მათგანი პირველ გუნდში დაწინაურდეს. 19 აგვისტოს ავსტრალია ახალ ზელანდიას მასპინძლობს.

rugby.ge

რაგბი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ