ყველა სპორტული სიახლე

კვერკველიას გოლი რუსეთის პრემიერლიგაში (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივი" ყაზანის "რუბინს" ესტუმრა. 

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი საბა კვერკველიამ დააფიქსირა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ყოფილ გუნდს გაუტანა და "ლოკომოტივი" მარცხისგან იხსნა. 

ქართველმა მცველმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.

5 შეხვედრაში მოპოვებული 13 ქულით "ლოკომოტივი" პირველობას "ზენიტთან" იყოფს.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ