ყველა სპორტული სიახლე

ქეცბაიას გუნდმა გამარჯვება ბოლო წუთზე დაკარგა (ვიდეო)

რუსეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგის მე-7 ტურში თემურ ქეცბაიას "ორენბურგმა" "როტორი" მიიღო. 

ქართველი მწვრთნელის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

"ორენბურგმა" გოლები 70-ე და 90-ე წუთებზე გაუშვა და ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ქულა მოიპოვა. 

"შევქმენით საგოლე მომენტები, თუმცა მეტოქეს ორი გოლი ვაჩუქეთ, რაც ძალიან საწყენია. ასე არ შეიძლება. 70 წუთის განმავლობაში გუნდი კარგად თამაშობდა, მაგრამ ტაბლოზე საბოლოო შედეგი იწერება და არა კარგი თამაში.

ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ვითამაშეთ, რამაც გუნდზე გავლენა მოახდინა. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ, თუმცა შედეგით არა. სამუშაო გვაქ და შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. დასკვნით 20 წუთში მოედანზე არ იყო ლიდერი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა. დავკარგეთ უპირატესობა მოედნის ცენტრში და მეტოქის შტურმს ვერ გავუძელით", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა. 



7 ტურში მოპოვებული 10 ქულით "ორენბურგი" მე-11 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში კრასნოდარის "ყუბანს" ესტუმრება. 

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ