ყველა სპორტული სიახლე

ყაზაიშვილის საგოლე პასი ამერიკის თასის ნახევარფინალში (ვიდეო)

ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე" ამერიკის თასის ნახევარფინალში "სპორტიგნს" დაუპირისპირდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, გამარჯვებულის ვინაობა კი პენალტების სერიაში გადაწყდა.

ქართველმა შემტევმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მეოთხე წუთზე კი მისი გადაცემით ჰუსენმა ანგარიში გახსნა და "სან ხოსე" დააწინაურა, თუმცა კალიფორნიელებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და საპასუხო გოლი 32-ე წუთზე გაუშვეს.

გამარჯვებულის ვინაობა ვერც დამატებულ თხუთმეტწუთიან ტაიმებში გამოარკვიეს. პენალტების სერიაში კი ყაზაიშვილის გუნდმა 4:5 დათმო და ამერიკის თასს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ ვაკო ყაზაიშვილი ბურთთან მეოთხე მივიდა და ძლიერი დარტყმით პენალტების სერიაში ანგარიში 3:3 გახადა.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ