ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს სძლია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ თბილისის მერიის თასის პირველ შეხვედრა გამართა.

ქართველმა კალათბურთელებმა ჩეხები 87:76 დაამარცხეს.

პირველი მეოთხედი გუნდებს შორის თანაბარი ორთაბრძოლით წარიმართა და ანგარიშიც საყაიმო გამოვიდა - 20:20.

მეორე მეოთხედში კი საქართველოს ნაკრებმა შვიდქულიანი უპირატესობა მოიპავა და პირველი ტაიმი ქართველი კალათბურთელების სასარგებლოდ 45:38 დსრულდა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა 24:22 იმარჯვეს, მეოთხე მეოთხედში კი საქართველოს ნაკრებმა 18:17 იამარჯვა და საბოლოო ჯამში თერთმეტქულიანი უპირატესობთ 87:76 მოიგო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 22 ქულით თორნიკე შენგელია იყო. 14-14 ქულა მიითვალეს გიორგი შერმადინმა, გიორგი ცინცაძემ და საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულაიმ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თასზე საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 13 აგვისტოს 18:00 საათზე კვლავ ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.

კალათბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ