ყველა სპორტული სიახლე

LIVE - ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში

ჩილეს ქალაქ სანტიაგოში გრძელდება კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს მედლებისთვის ბრძოლას ორი ქართველი ძიუდოისტი განაგრძობს.

-63კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია მეოთხედფინალში იაპონელ აიანო იუკისთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე კოლუმბიელი სინდი მერა იქნება.

-73კგ წონით კატეგორიაში კი ლაშა ბექაურმა უნგრელ, ბრაზილიელ და რუს მეტოქეებს სძლია და ნახევარფინალში პოლონელ ადამ სტოდოლსკის შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალია. -55კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ ვერხლის მედალი მოიპოვა.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ