ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ჩოგბურთელის ტრიუმფი პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. 

მარიამ დალაქიშვილმა პოლონეთში ჩატარებულ 18-წლამდელთა ტურნირის ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელი მილენ ჰალემაი 2 სეტში (6:1; 6:2) დაამარცხა. 

ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ჩოგბურთელმა 4 მეტოქე დაამარცხა. 15 წლის დალაქიშვილმა სერბ ელენა მილოვანოვიჩს, თურქეთის წარმომადგენელ ბეტინა ტოკაცს, სლოვაკ რომანა ჩისოვკას და საბერძნეთის წარმომადგენელ ემანუელა ანტონაკისს მოუგო. 

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ