ყველა სპორტული სიახლე

ჩაშლილი მატჩი ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის 85-ე წუთზე შეწყდა. 

თბილისელები სტუმრებს ირაკლი სიხარულიძის დუბლით 2:0-ს ამარცხებდნენ, როდესაც "ტორპედოს" გულშემატკივრებმა მთავარი მსაჯის ასისტენტთან ახლოს პიროტექნიკა ააფეთქეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი მატჩის დებიუტშიც მოხდა, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეხვედრის მიწურულს მომხდარი ინციდენტის შემდეგ კი თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რადგან პეტარდების აფეთქებას გულშემატკივართა შორის ჩხუბიც მოჰყვა.

ჩაშლილ შეხვედრას თბილისური კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა:

"საქართველოს ეროვნილი ლიგის 22-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივისა და ქუთაისის ტორპედოს დაპირისპირება 85-ე წუთზე შეწყდა.

მატჩის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მთავარმა მსაჯმა, გიორგი ყრუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც სტადიონის ტრიბუნაზე გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მოხდა. 

მატჩის შედეგისა და სანქციების შესხებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს", - ნათქვამია "ლოკოს" განცხადებაში.

ქუთაისურ კლუბს კი ინციდენტთა დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ