ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილის მეტოქე ცინცინატის მასტერსზე ცნობილია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 14 აგვისტოდან ცინცინატის მასტერსზე ჩაერთვება.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 20 წლის ხორვატი, ბორნა ჩორიჩი იქნება. ჩორიჩი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 55-ე ადგილს იკავებს. მისი კარიერის საუკეთესო შედეგი 33-ე პოზიციაა და ATP-ის რანგის 1 ტიტული აქვს მოგებული. 

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი და ჩორიჩი ერთმანეთს მიმდინარე სეზონში ლიონის ტურნირზე შეხვდნენ. შეხვედრა ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით 6:4;5:7; 6:4 დასრულდა.

ქართველ და ხორვატ ჩოგბურთელებს შორის მატჩი 14 აგვისტოს 20:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ