ყველა სპორტული სიახლე

სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი სამტრედია-დინამოს შეხვედრაში (ვიდეო)

ეროვნული ლიგის ცენტრალურ მატჩში "სამტრედიამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა.

დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

ორივე გუნდს რამდენიმე საგოლე მომეტი ჰქონდა, თუმცა გოლი 87-ე წუთზე "სამტრედიას" კარში ბექა მიქელთაძემ გაიტანა. მსაჯიმ მიერ კომპენსირებულ დროში კი გურამ სამუშიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, სამტრედია მარცხისგან იხსნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს მოქმედ ჩემპიონსა და ეროვნული ლიგის ლიდერს შორის სატურნირო ცხრილში სხვაობა კვლავ შვიდი ქულაა. სამტრედიელებმა კი "ტორპედოსთან" სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირეს.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს "ლოკომოტივსა" და "ტორპედოს" შორის შეხვედრა 85-ე წუთზე ტრიბუნებზე დაპირისპირების გამო შეწყდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნულ ფაქტზე აღმასკომის სხდომაზე იმსჯელებს.

via GIPHY

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ