ყველა სპორტული სიახლე

არველაძემ უზბეკეთში გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა

უზბეკეთის ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში შოთა არველაძის "ფახთაქორმა" "ნეფტჩის" უმასპინძლა.

ქართველი მწვრთნელის გუნდმა მეტოქეს ანგარიშით 6:0 სძლია და მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი ტაიმი უგოლო ფრით 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი "ფახთაქორის" ფეხბურთელებმა ექვსი გოლი გაიტანეს და მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს.

მატჩის შემდგომ შოთა არველაძემ აღნიშნა, რომ მეორე ტაიმში "ფახთაქორის" სწრაფმა თამაშმა მატჩის შედეგზე გავლენა იქონია.

შოთა არველაძე: "პირველ ტაიმში ჩვენ კარგად ვითამაშეთ, რამდენიმე კარგი საგოლე მომენტიც შევქმენით, თუმცა სიზუსტე დაგვაკლდა. მეორე ტაიმში კი გაცილებით სწრაფად და ზუსტად ვითამაშეთ, რაც შედეგზეც აისახა. საბოლოო ჯამში კი ჩვენ განვახორციელეთ ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა".

არველაძის "ფახთაქორი" მეთვრამეტე ტურში 18 აგვისტოს "დინამო სამარქანდს" დაუპირისპირდება.

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ