ყველა სპორტული სიახლე

LIVE - ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ბლოკში

ჩილეს ქალაქ სანტიაგოში გრძელდება კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს მედლებისთვის ბრძოლას სამი ქართველი ძიუდოისტი განაგრძობს.

+90კგ წონით კატეგორიაში ალექსი სვანიძე და ლევან ჭელიძე რეპშაჟში იჭიდავებენ და ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდებიან. სვანიძის მეტოქე დამამშვიდებელ წრეში მაროკოელი ზუჰაირ ესერირი იქნება, ხოლო ჭელიძე თურქ ომერ აიდინს დაუპირისპირდება.

+70კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ტუნისელ ფატმა აბიდის დაუპირისპირდება.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ