ყველა სპორტული სიახლე

სოფიო სომხიშვილის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე

ჩილეს ქალაქ სანტიაგოში კადეტ ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღე დასრულდა.

ტურნირის ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი მედლის მოპოვება შეძლეს.

სოფიო სომხიშვილმა ნახევარფინალში ტუნისელ მეტოქეს დაუპირისპირდა. ფატმა აბიდმა ქართველ ძიდუოისტთან ორთაბრძოლაში სამი გაფრთხილება მიიღო და სომხისვილმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში სოფიო სომხიშვილის მეტოქეხორვატი ელენა ვუკოვიჩი იყო, რომელთანაც გოლდენ სქორში ვაზარით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ვერცხლის მედლების მფლობელები ლუკა კაპანაძე და სოფიო სომხიშვილი გახდნენ, ხოლო მარიამ ჭანტურია მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსანია.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2017 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ