ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება

საქართველოს 16-წლამდელთ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ბუბა ბერიშვილის და თემური კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტპის მე-3 ტურში პორტუგალიას 21 ქულით - 80:59 სძლია.

ქართველებს მანამდე თითო მოგებ-წაგება ჰქონდათ: მაკედონიელებს სძლიეს და დიდბრიტანეთთან დამარცხდნენ. დარჩენილ 2 ტურში ჩვენი ნაკრები ლუქსემბურგს (15 აგვისტოს) და კოსოვოს (15 აგვისტოს) ხვდება და წარმატების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა და ბრძოლას ტურნირის პრიზიორთა შორის მოსახვედრად განაგრძობს. სწორედ 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს A დივიზიონში მომავალ წელს ასპარეზობის უფლებას.

რააც შეეხება პორტუგალიასთნ მატჩს, ქართველებს პრობლემა არ შექმნიათ. შედარებით თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, ქართველებმა მეორე პერიოდში 10 ქულით იძალეს, სოლიდურ უპირატესობას დაეუფლნენ და თამაშიც ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი ირაკლი სულხანიშვილი გახდა. სარგებლიანობის კოეფიციენტით კი საუკეთესო ლაშა მიქელაძე გახლდათ, რომელმაც 16 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

ქართველები მორიგ მატჩს 14 აგვისტოს, ლუქსემბურგთან გამართავენ.

პორტუგალია - საქართველო 59:80 (სტატისტიკა)

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ