
ჰოკეი 5-ის ევროპის ჩემპიონატზე 16-წლამდე ქართველები ითამაშებენ
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი იუწყება ჰოკეი 5-ში 16 წლამდე ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა, რომელიც ევროპის ჰოკეის ფედერაციის ბრიუსელის ოფისში შედგა.
A ჯგუფში ქართველ ჭაბუკებთან ერთად აზერბაიჯანის, ბუგარეთის, ჩეხეთის, მალტის, პორტუგალიის და თურქეთის ნაკრებები მოხვდნენ. ასევე A ჯგუფში მოხვდნენ ქართველ გოგონები, რომლებიც აზერბაიჯანის, ბუგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, იტალიისა და თურქეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
16-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 2016 წლის 5-9 ივლისს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად არგენტინის 2018 წლის ახალგაზრდული ფესტივალის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპია.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენებისთვის აღნიშნული ტურნირი სადებიუტოა.