ყველა სპორტული სიახლე

ქართველი წყალბურთელების საშინაო მარცხი

მსოფლიო ლიგის ჯგუფური ტურნირის მეორე ტურის შეხვედრაში ქართველ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები შინ რუმინეთის გუნდთან 11:13 დამარცხდა. მატჩი ''სპორტკომპლექს ოლიმპიკში'' გაიმართა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნააკრები გასვლით მატჩში უნგრეთთან დამარცხდა (17:10). ჯგუფურ ტურნირში საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებები ასპარეზობენ.

რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ წრეფულია, მარკო ელეზი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია, ზურაბ რურუა, კონსტანტინე გეგელაშვილი, ალექსანდრე ყაზახიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი.

მთავარი მწვრთნელი: იოვან პოპოვიჩი.

მწვრთნელი: ვლადიმერ ისელიძე,

სხვადასხვა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ