ყველა სპორტული სიახლე

ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაწესებული უმაღლესი ჯილდო ანპილოგოვს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თბილისში დასრულებული ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ გადასცა. ღონისძიებას სამინისტროს მესვეურების გარდა საქართველოს ხელბურთის და საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენის თანაგუნდელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

დღესვე თბილისის ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზს, სადაც გაიმართა მსოფლიო პირველობის ფინალი საფრანგეთის და ესპანეთის ჭაბუკთა გუნდებს შორის, ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა.

ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ანპილოგოვმა 1976 წელს, მონრეალში მოიგო საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, 1980 წელს კი ოლიმპიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა. საკავშირო ნაკრების მაისურით ქართველმა ხელბურთელმა 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

ალექსანდრე ანპიოლოგოვი არის ხელბურთში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან. იყო თბილისის „ბურევესტნიკის" ლიდერი და საბჭოთა ნაკრების უპირველესი თავდამსხმელი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ  გოლეადორი. მისმა მონაგარმა სპორტული კარიერის მანძილზე შვიდი ათას გოლს გადააჭარბა.

ვეტერანი ხელბურთელი წლებია გერმანიაში ცხოვრობს, წლების წინ კი საბერძნეთის ქალ ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, ხელბურთი‎

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ