ყველა სპორტული სიახლე

ტარიელ ხეჩიკაშვილი ძალოსანთა ნაკრებს შეხვდა (ვიდეო)

2 დეკემბერს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძალოსანთა ნაკრებს შეხვდნენ.

აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსანთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა და ვერცხლის მედალი და რიოს ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზია მოიპოვა.

სალიცენზიო ქულების მოპოვების კუთხით მნიშვნელოვანი იყო ლაშა ტალახაძის (მძიმე) ვერცხლის მედალი, თუმცა ქულები ჩვენი ნაკრების სხვა ძალოსნებმაც აიღეს. ტალახაძემ ატაცში 207 კილოგრამიანი შტანგა ასწია და მცირე ვერცხლის მედალი მიიღო, აკვრაში კი 247 კგ-ით მე-3 იყო. ლაშამ ჯამში 454 კილო დაძლია და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

მძიმე წონაში ირაკლი თურმანიძეც გამოვიდა, 422 კგ-ით მე-12 შედეგი აჩვენა და ტალახაძესთან ერთად, გიორგი ასანიძის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს 2016 წლის რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები მოუტანა. ორჭიდში 375 კგ (168+207) მოაგროვა და მე-17 ადგილზე გავიდა 18 წლის გიორგი ჩხეიძე, რომელიც 205 კგ კატეგორიაში გამოდის. ამავე წონაში 25-ე იყო გია მაჭავარიანი - 355კგ (165+190). მე-20 ადგილი დაიკავა რაულ ცირეკიძემ (95 კგ) - 356 კგ (160+196), 24-ე - გიორგი ლომთაძემ (77 კგ) - 331 კგ (149+182), 27-ე -შოთა მიშველიძემ (69 კგ) - 300 (140+160).

ქალთა ტურნირში მძიმე წონის სპორტსმენთა შორის მე-12 იყო ჩვენი გუნდის უკრაინელი ახალწვეული ანასტასია გოტფრიდი (მძიმე წონა) - 263 კგ (121+142), რომელსაც ინდივიდულური ლიცენზიის მოპოვების კარგი შანსი აქვს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთ ახალბედა მონაწილეს, 22 წლის თათია ლორთქიფანიძეს (63 კგ), მას 33-ე შედეგი ჰქონდა - 174 კგ (79+95).

ჰიუსტონში გამართულ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს წინ უძღოდა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, სადაც გადაწყდა, რომ 2016 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში გაიმართება.

ფეხბურთი, ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ