ყველა სპორტული სიახლე

ფედერერი მესამე გრანდ სლემის მოგებას შეეცდება

28 აგვისტოს ნიუ იორკში ამერიკის ღია პირველობა დაიწყება.

ტურნირს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარი ტრავმის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ მან 27 აგვისტოს გულშემატკივრებს განუცხადა.

ამერიკის ღია პირველობას ასევე დააკლდება ნოვაკ ჯოკოვიჩიც, რომელიც კორტზე მიმდინარე წლის ბოლომდე არ დარბრუნდება. ტრავმის გამო ტურნირს ასევე კეი ნიშიკორი, სტენ ვავრინკა და მილოშ რაონიჩიც დააკლდებიან. თუმცა მწყობრშია და ჩემპიონობისთვის ემზადებიან მსოფლიოს მოქმედი პირველი და მესამე ჩოგნები, რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი. 

აღსანიშნავია, რომ ფედერერმა მონრეალის მასტერსის ფინალში მარცხის შემდეგ ცინცინატის მასტერსი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა. როგორც თავად შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, მას ზურგში დისკომფორტი აწუხებდა და დაგეგმილ მასტერსში მონაწილეობა, სწორედ ამიტომ ვერ მიიღო. თუმცა 19-გზის გრანდ სლემის გამარჯვებული წლის ბოლო გრანდ სლემს მესამე განთესვით უბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოდან ამერიკის ღია ჩემპიონატში საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც ჩაერთვება. ბასილაშვილის პირველი მეტოქე 20 წლის ამერიკელი ჯარედ დონალდსონი იქნება. შეხვედრა ქართველ და ამერიკელ ჩოგბურთელებს შორის თბილისის დროით 23:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ