ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე პირველ წრეში დამარცხდა

28 აგვისტოს ნიუ იორკში ამერიკის ღია პირველობამ აიღო სტარტი.

პირველ წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჯარედ დონალდსონს დაუპირისპირდა. ქართველ და ამერიკელ ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა ოთხ სეტს გაგრძელდა და დონალდსონის გამარჯვებით დასრულდა. პირელ სეტში ბასილაშვილმა ვერცერთი ჩაწოდების მოგება შეძლო და 0:6 დამარცხდა. მეორე სეტში კი 6:4 იმარჯვა. მესამე და მეოთხე სეტები ამერიკელის გამარჯვებით 6:3; 7:6 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ცინცინატის მერვედფინალში ბასილაშვილი სწორედ 20 წლის ამერიკელ ჩოგბურთელთან დამარცხდა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ