ყველა სპორტული სიახლე

რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე გარდაცვლილი იპოვნეს

რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე პერუელი მძლეოსანი დევიდ ტორენსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაცვლილი იპოვნეს.

პერუელი მძლეოსანის ცხედარი 28 აგვისტოს კომპლექს არიზონას აუზში იპოვნეს. ტორენსი აშშ-ში ერთ-ერთ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ოლიმპიური თამაშების მონაწილის გარდაცვალების მიზეზი. ამერიკელი სამართალდამცავები საქმეს ამ დრომდე იძიებენ.

31 წლის პერუელი სპორტსმენი რიოს ოლიმპიადაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ასპარეზობდა. ტორენსი 5000 მეტრზე გარბენში ფინალურ ეტაპზე გავიდა, თუმცა საპრიზო ადგილის დაკავება ვერ მოახერხა.

სხვადასხვა, მძლეოსნობა

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ