ყველა სპორტული სიახლე

ყაზაიშვილის გოლი და ფრე ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს, ირლანდიას უმასპინძლა. 

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ირლანდიელებთან უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა მოახერხა და ზედიზედ წაგებული 8 მატჩის შემდეგ ამჯერად ქულის აღება მოახერხა. 

ირლანდიელებმა შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყეს. მე-4 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული სტანდარტი გოლად დაფიმ აქცია. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მასპინძელთა მეკარის, გიორგი მაკარიძის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, თუმცა არბიტრმა თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა და გოლი ჩაითვალა. 



21-ე წუთზე სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა მაკკლინის დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ისევე როგორც ჯიღაურის მცდელობა საპასუხო შეტევაში. 

24-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კაკაბაძემ გაამწვავა, ირლანდიელთა მეკარის კარგი თამაში მოჰყვა. ამ მომენტიდან ზუსტად 10 წუთში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 34-ე წუთზე ჯანო ანანიძის პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა ყაზაიშვილმა რენდოლფი უშანსოდ დატოვა. 



მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრების მწვავე იერიშით დაიწყო. 49-ე წუთზე ჯანო ანანიძის ძლიერი დარტყმა მცირე მანძილით ასცდა ირლანდიელთა კარს. 

თამაში გადრამავალი უპირატესობით მიმდიანრეობდა, საგოლე მომენტები კი იშვიათად იქმენბოდა. 69-ე წუთზე სტუმართა სწრაფი შეტევა ლონგის არაზუსტი თავური დართყმით დარულდა, მოგვიანებით კი მაკარიძე გაუმკლავდა ბრედის დარტყმას. 75-ე წუთზე კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ქვილითაია დაემუქრა სტუმართა კარს, თუმცა არაზუსტად. 

მატჩის მიწურულს ირლანდიელებმა კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, რის შემდეგაც მასპინძლებმაც გაამწვავეს თამაში, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე კვლავ მოგების გარეშეა, მეოთხე ქულა მოიპოვა. 

საქართველო 1:1 ირლანდია

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, ანანიძე, ყაზაიშვილი (90+3’ ხოჭოლავა), კვეკვესკირი, ქვილითაია (85’ მერებაშვილი), გვილია, ჯიღაური (75’ ჭანტურია), კაკაბაძე, ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: რევიშვილი, კვასხვაძე, უ. ლობჟანიძე, დაუშვილი, დვალიშვილი, სიხარულიძე, შერგელაშვილი, არაბიძე, აბურჯანია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ირლანდია: რენდოლფი, კრისტი, კლარკი, ველანი (79’ მერფი), შ. ლონგი, ბრეიდი, მაკკლინი, ვარდი, უოლტერსი, დაფი, არტერი (61’ მაკგიდი)

სათადარიგო შემადგენლობა: ვესტვუდი, ელიოტი, ო’ში, კეო, ო’დოუდა, კ. ლონგი, ჰოლაჰანი, ჰარიჰეინი, მეილერი, ჰეიესი

მთავარი მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი

მსაჯები: ივან კრუჟილაკი, მარტინ ბალკო, ტომაშ მოკოში, მიხალ ოცენაში

გაფრთხილება: 37’ კვეკვესკირი, 62’ ჯიღაური, 76’ მაკკლინი

გოლები: 0:1 დაფი (4), 1:1 ყაზაიშვილი (34)

ფეხბურთი, საქართველო, ჩოგბურთი, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ