ყველა სპორტული სიახლე

ორი ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში

დონეცკის "შახტარმა" და მოსკოვის "სპატაკმა" ჩემპიონთა ლიგის განაცხადები გამოაქვეყნეს. 

უკრაინული გრანდის საჩემპიონთალიგო შემადგენლობაში ქართველი მცველი, დავით ხოჭოლავა მოხვდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "შახტარმა" ხოჭოლავა განაცხადში არა მცველის, არამედ ფორვარდის პოზიციაზე შეიყვანა. 24 წლის ფეხბურთელს ფორვარდად რამდენჯერმე, თბილისის "დინამოს" რიგებში უთამაშია, თუმცა ბოლო წლებში ის სწორედ დაცვის ცენტრში დამაჯერებელი თამაშითაა ცნობილი და უკრაინულ პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულიც არის. 

ჩემპიონთა ლიგის მეორე ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე იქნება. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი რუსეთის ჩემპიონის განაცხადშია. 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე "შახტარი" "ფეინორდს", "მანჩსტერ სიტის" და "ნაპოლის" დაუპირისპირდება, ხოლო "სპარტაკის" მეტოქეები "ლივერპული", "მარიბორი" და "სევილია" იქნებიან.

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ