
ახალგაზრდა მოციგურავეთა 3 ოქრო და 1 ბრინჯაო ბუდაპეშტიდან (ვიდეო)
30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში, რომელშიც 30-მდე ქვეყნის სპროტსმენები მონაწილეობდნენ ხუთი ქართველი მოციგურავეც გამოვიდა.
ახალგაზრდა მოციგურავეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სამი ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ - ანადეა გულბიანი-შმიდტი, ნიკოლოზ ეგაძე და ნატალია ლომინეიშვილი. ეკატერინე იაზადიმ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ინგა ფუტკარაძე კი მე-11 იყო.