ყველა სპორტული სიახლე

მორაგბეს ათწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს (ვიდეო)

ავსტრალიელ მორაგბეს მარკ მეაფუას რაგბის თამაში ათი წლით აუკრძალეს.

ახალგაზრდული გუნდის თამაშისას მეაფუა მსაჯს თავს დაესხა, სწორედ ეს გახდა მისი მკაცრი სასჯელის მიზეზი.

მატჩის 19 წლის მთავარმა არბიტრმა ნიკლას გაალმა ერთ-ერთი ეპიზოდისთვის ავსტრალიელ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა, რაზეც მეაფუა გაბრაზდა და გაალს სახეში დაარტყა. ავსტრალიური მედიის ცნობით, მსაჯი ინციდენტის შედეგად სერიოზულად არ დაშავებულა.

ინციდენტის განხილვისას მარკ მეაფუამ თავი დამნაშავედ სცნო და მსაჯს ბოდიშიც მოუხადა, თუმცა 18 წლის მორაგბე ათწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე მეაფუა ჯეკ სკოტის სამართლიანი თამაშის მედლისთვის იბრძოდა.

რაგბი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ