ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილის პოზიცია განახლებულ რეიტინგში

ATP-მ ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

განახლებულ რეიტინგში საქართელოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა და 63-ე ადგილს იკავებს. წლის ბოლო გრანდ სლემზე ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე წრეში ამერიკელ ჯარედ დონალდსონთან ოთხ სეტში 0:6; 6:4; 3:6; 7:6 დამარცხდა.

რეიტინგში პირველ ადგილს კვლავაც ესპანელი რაფა ნადალი იკავებს, რომელმაც US Open-ის ფინალში სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს მარივად სამ სეტში 6:3; 6:3; 6:4 სძლია და მიმდინარე წელს მეორე გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. კარიერაში კი მსოფლიოს ამჟამინდელმა პირველმა ნომერმა მეთექვსმეტე გრანდ სლემი მოიგო.

მეორე პოზიციაზე დაწინაურდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. ფედერერმა ამერიკის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან წააგო, თუმცა მოპოვებული ქულებით მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ბრიტანელ ენდი მარის გადაასწრო და რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ