ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ძიუდოისტების პოზიცია განახლებულ რეიტინგში

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საიტზე მსოფლიო რეიტინგი განახლდა.

გთავაზობთ ქართველი ძიუდოისტების პოზიციას განახლებულ რეიტინგში:

-60კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი პირველი ადგილიდან ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და განახლებულ მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

-66კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი რვა ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოში მესამე ძიუდოისტია.

-73კგ წონით კატეგორიაში სულ ცოტა დააკლდა ლაშა შავდათუაშვილს მედლის მოიპოვებამდე, რომელიც ამჟამად რეიტინგში მეექვსეა. შავდათუაშვილმა საკუთარი შედეგი ოთხი პოზიციით გააუმჯობესა.

-81კგ წონით კატეგორიაში კვლავ მეცამეტე ადგილზეა ზებედა რეხვიაშვილი.

-90კგ წონით კატეგორიაში თორმეტი ადგილით დაწინაურდა უშანგი მარგიანი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამჟამად მეშვიდე პოზიციას იკავებს, ხოლო ბექა ღვინიაშვილი სამი პოზიციით დაქვეითდა და მეთოთხმეტეა.

-100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი კი რეიტინგში ადგილი ათი პოზიციით გაიუმჯობესა და მეექვსე ადგილზეა.

+100კგ წონით კატეგორიაში კი ერთი პოზიციით დაქვეითდა გურამ თუშიშვილი, ხოლო ადამ ოქრუაშვილმა პოზიცია ხუთი ადგილით გაიუმჯობესა. თუშიშვილი ამჟამად მესამე ადგილზეა, ხოლო ოქრუაშვილი მეათეა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ