ყველა სპორტული სიახლე

უეფას პრეზიდენტი ყველაზე მდიდარ ფრანგულ კლუბს დიკსვალიფიკაციით ემუქრება

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ ფრანგულ გამოცემა "ეკიპთან" "პსჟ-ს" საქმეზე ისაუბრა.

გამოძიების დაწყების შემდეგ ჩეფერინიმ განაცხადა, რომ უეფა მზად იქნება პარიზული კლუბის საქმე ბოლომდე მიიყვანოს და სამართლიანობა აღადგინოს. უეფას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ სურს მიშელ პლატინივით პოპულარული იყოს, "პსჟ" უნდა დასაჯონ.

ჩეფერინიმ "ეკიპთან" ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ კანონზე მაღლა ვერავინ დადგება.

ალექსანდერ ჩეფერინი: "ჩვენ არავის დასჯის გვეშინია, კანონზე მაღლა არავინ დგას".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "პსჟ-მ" 400 მილიონი ევრო დახარჯა და უეფას ფინანსური ფეირპლეის დარღვევისთვის სერიოზული სასჯელი ემუქრება. უეფამ შესაძლოა პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთოს.

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ