ყველა სპორტული სიახლე

უკრაინული კლუბის გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მაისურები ძალით გაახდევინეს (ვიდეო)

ლვოვის "კარპატის" გულშემატკივრებმა გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ კლუბის ფეხბურთელებს მაისურები გაახდევინეს.

"ეს ჩვენი ფერებია, გაიხადეთ მაისურები!", - მიმართავდნენ გულშემატკივრები ფეხბურთელებს და თითოეულს ცალ-ცალკე მაისურები გაახდევინეს. ამავდროულად ტრიბუნებიდან გულშემატკივრების შეძახილი ისმოდა: "ჩვენ "კარპატი" ვართ, თქვენ ნაგვები".

ცნობისთვის, შეხვედრა "კარპატსა" და "ვერესს" შორის 10 სექტემბერს გაიმართა და ლვოვური კლუბის მარცხით 1:6 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრემიერლიგაში ეს ყველაზე დიდი საშინაო მარცხია"კარპატის" ისტორიაში.

ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ