ყველა სპორტული სიახლე

ჭაბუკ მოჭიდავეთა 7 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დასრულებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 მედალი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ვერცხლის პრიზიორი გახდა გიორგი გეგელაშვილი (46 კგ), რომელმაც ფინალამდე 3 მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა, საჩემპიონო შეხვედრაში კი ამერიკელ კურტ ნამდი მაკჰენრისთან 4:12 დამარცხდა.

ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ - თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი ჭოლაძე (42 კგ), ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი თემურ ხოზრევანიძე (46 კგ), ბექა გურული (54 კგ), ოთარ აბულაძე (63 კგ), დავით სოლოღაშვილი (69 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (76 კგ).

სამინისტროს პრესსამსახური

ჭიდაობა / ძიუდო

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ