
ბაადურ ჯობავა მერვედფინალში იასპარეზებს!
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ დამატებით ტაი ბრეიქში დაამარცხა რუსი დიდოსტატი იან ნეპომნიაში და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. თბილისელი დიდოსტატი მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვდა და პირველად იასპარეზებს მსოფლიო თასის მერვედფინალში. აქამდე მისი საუკეთესო შედეგი მესამე წრეში ასპარეზობა იყო. მეოთხე წრეში მისი მეტოქე მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეშვიდე ნომერი, აშშ-ს სახელით მოასპარეზე, წარმოშობით ფილიპინელი უესლი სო იქნება.
ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა!
დღევანდელი ტაი-ბრეიქის შედეგები:
ვაშიე-ლაგრავი 1,5:0,5 ლინდერმანი
მსოფლიო ჭადრაკში კარლსენის შემდეგ ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ვაშიე-ლაგრავი მომდევნო წრეში იასპარეზებს.
კარუანა 0,5:1,5 ნაერი
კიდევ ერთი ფავორიტი, ფაბიანო კარუანა დატოვებს ადრიანად მსოფლიო თასს. ამერიკელმა დიდოსტატმა რუს ევგენი ნაერთან დაყარა ფარ-ხმალი.
არონიანი 3,5:2,5 მატლაკოვი
2005 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა, ლევონ არონიანმა მძიმე ბრძოლაში გამოგლიჯა მერვედფინალის საგზური ევროპის მოქმედ ჩემპიონ მაქსიმ მატლაკოვს.
გრიშუკი 2,5:1,5 ნავარა
მსოფლიო თასს დატოვებს ჩეხი დიდოსტატი დავიდ ნავარაც. ხოლო, რუსი დიდოსტატი ალექანდრ გრიშუკი თასისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
დინგ ლირენი 1,5:0,5 ვიდიტი
ნეპომნიაში 0,5:1,5 ჯობავა
გირი 3:1 სეტურამანი
თავი გამოიჩინა ქართველების სიძემ ანიშ გირიმ. დღევანდელ დამატებითებში მისი მსხვერპლი ინდოელი სეტურამანი გახდა.
ლი ჩაო 0,5:1,5 რაპორტი.
ჩინელების რისხვა რიჩარდ რაპორტი. უნგრელმა დიდოსტატმა რიჩარდ რაპორტმა 2 ჩინელი გაუშვა სახლში.
მეოთხე წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ბუ სიანჩჟი (ჩინეთი;2714) - პიოტრ სვიდლერი (რუსეთი;2756)
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი;2804) - ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი;2788)
ვასილი ივანჩუკი (უკრაინა;2727) - ანიშ გირი (ჰოლანდია;2777)
ლევონ არონიანი (სომხეთი;2802) - დანიილ დუბოვი (რუსეთი;2666)
უესლი სო (აშშ;2792) - ბაადურ ჯობავა (საქართველო; 2702)
ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი;2731) - მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი;2695)
ევგენი ნაერი (რუსეთი;2694) - რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი; 2675)
ვანგ ჰაო (ჩინეთი;2701) - დინგ ლირენი (ჩინეთი;2771)
შეხვედრების ბადე
ფოტოგალერეა
ტექნიკური მონაცემები
ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი
WWW.GCF.GE