ყველა სპორტული სიახლე

ევრობასკეტზე ორი ნახევარფინალისტი ცნობილია

12 სექტემბერს ევრობასკეტ 2017-ის მეოთხედფინალური ორი შეხვედრა გაიამრთა.

შეხვედრა ესპანეთსა და გერმანიას შორის დაძაბული გამოდგა. საბოლოოდ კი ესპანელებმა გერმანელებს ანგარიშით 84:72 სძლიეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

სანახაობრივი, დაძაბული და შედეგიანი გამოდგა მატჩი სლოვენიასა და ლატვიას შორის. ოთხივე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეხვედრა კი სლოვენიელთა გამარჯვებით 103:97 დასრულდა.

13 სექტემბერს დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება, სადაც საბერძნეთი რუსეთს დაუპირისპირდება, ხოლო იტალია სერბეთს.

ფოტო: fiba.com

კალათბურთი

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ