ყველა სპორტული სიახლე

ბარსელონას რევანში ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში

12 სექტემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრის მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში "მანჩესტერ იუნაიტედი" გალიდერდა, რომელმაც "ბაზელს" ანგარიშით 3:0 სძლია. ასევე სამი ქულა აქვს "ცსკა-ს", რომელმაც სტუმრად "ბენფიკას" სტუმრად 2:1 მოუგო. 

B ჯგუფში მიუნხენის "ბაიერნმა" "ანდერლეხტი" შინ ანგარიშით დაამარცხა და პირველი სამი ქულა მოიპოვა. "პსჟ-მ" კი სტუმრად "სელტიკი" სტუმრად 5:0 გაანადგურა და ჯგუფში ბურთების უპირაესობით პირველ ადგილზეა.

C ჯგუფში ლონდონის "ჩელსი" ერთპიროვნულად გალიდერდა. არისტოკრატებმა შინ ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ "ყარაბაღს" 6:0 სძლიეს, ხოლო "რომასა" და "ატლეტიკოს" შორის მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

D ჯგუფში "ბარსელონამ" კამპ ნოუზე რევანსი აიღო და "იუვენტუსს" 3:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბის არგენტინელმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ ტურინელთა კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონის კარში პირველად გოლი გაიტანა. საინტერესო გამოდგა შეხვედრა "ოლიმპიაკოსსა" და "სპორტინგს" შორის. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიელები 3:0 იგებდნენ, 87-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ფელიპე პრადომ 89-ე და 90-ე წუთებზე "სპორტიგნის" კარი აიღო და ანგარიში შეამცირა, თუმცა ბერძნები მარხისგან ვერ იხსნა.

ბენფიკა 1 - 2 ცსკა
მანჩესტერ იუნაიტედი 3 - 0 ბაზელი
ბაიერნი 3 - 0 ანდერლეხტი
სელტიკი 0 - 5 პსჟ
ჩელსი 6 - 0 ყარაბაღი
რომა 0 - 0 ატლეტიკო
ბარსელონა 3 - 0 იუვენტუსი
ოლიმპიაკოს 2 - 3 სპორტინგი

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2017 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ