
2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქები ცნობილია
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე 2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქების ვინაობა დამტკიცდა.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ორი ქალაქი პარიზი და ლოს ანჯელესი იბრძოდნენ, თუმცა ოლიმპიური კომიტეტის შუამავლობით ამერიკულ და ფრანგულ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. ლოს ანჯელესი დასთანხმდა პირობას, რომ 2028 წლის ოლიმპიადას უმასპინძლოს, ხოო პარიზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კი ოფიციალურად ძალაში 13 სექტემბერს შევიდა.