ყველა სპორტული სიახლე

ხოჭოლავას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

13 სექტემბერს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე დღის შეხვედრები გაიმართა.

E ჯგუფში ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. დაძაბული შეხვედრა "ლივერპულსა" და "სევილიას" შორის 2:2 დასრულდა. სევილიელებმა მართცი 72-ე წუთზე გადაარჩინეს და სტუმრად პირველი ქულა მოიპოვეს. ჯანო ანანიძის "სპარტაკი" კი პირველ გასვლით შეხვედრაში მარიბორს 1:1 დაუზავდა. ანანიძე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა.

F ჯგუფში სტუმრად "ფეინოორდთან" "მანჩესტერ სიტიმ" დიდი ანგარიშით 4:0 იმარჯვა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად პირველი სამი ქულა მოიპოვა. სამი ქულა მოიპოვა ასევე დავით ხოჭოლავას "შახტარმაც", რომელმაც შინ "ნაპოლის" 2:1 სძლია. შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელის დებიუტიც შედგა. ხოჭოლავა მატჩის დასრულებამდე მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე ჩაერთო.

G ჯგუფში კი "ბეშიქთაში" გალიდერდა, რომელმაც სტუმრად "პორტოს" 3:1 სძლია. "ლაიპციგსა" და "მონაკოს" შორის შეხვედრა კი ფრედ 1:1 დასრულდა.

H ჯგუფში მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრა შინ "აპოელთან" 3:0 იმარჯვა. მადრიდელთა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე დუბლია. "ტოტენჰემმა" კი დორტმუნდის "ბორუსიას" საშინაო შეხვედრაში 3:1 სძლია და პირველი სამი ქულაც მოიპოვა.

მარიბორი 1 - 1 სპარტაკი
ლივერპული 2 - 2 სევილია
ფეინოორდი 0 - 4 მანჩესტერ სიტი
შახტარი 2 - 1 ნაპოლი
ლაიპციგი 1 - 1 მონაკო
პორტო 1 - 3 ბეშიქთაში
რეალი 3 - 0 აპოელი
ტოტენჰემი 3 - 1 ბორუსია

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ