ყველა სპორტული სიახლე

უეფა იგუაინს არ დააჯარიმებს

უეფა ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელ ფორვარდს გონსალო იგუაინს არ დააჯარიმებს.

"ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის მატჩის დროს არგენტინელსა და კატალონიელ გულშემატკივრებ შორის კონფლიქტი წარმოიქმნა. სათადარიგო სკამისკენ მიმავალმა იგუაინმა კი "ბარსლონას" გულშემატკივრებს უცენზურო ჟესტი უჩვენა. ტურინული კლუბის ფეხბურთელის ჟესტი ტელეკამერებს არ გამოპარვიათ. თუმცა ინციდენტის შესახებ არც მატჩის მთავარ არბიტრს, არც უეფას არ ჩაუნიშნავს.

აღნიშნულის შესახებ "იუვენტუსმა" უეფას მიმართა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგუაინს დისციპლინარული სასჯელი არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გაიმართა. მატჩი კატალონიელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ფეხბურთი, ევროპა, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ